RACHA
Thursday, June 14, 2012
შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ცად აწვდილი წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ ტოვლით დაფარული მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე.ფიჭვნარი,სუფთა ჰაერი,სიმყუდროვე და ანკარა მთის მდინარეების ჩუხჩუხი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე.საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგაზრდაა.
Thursday, May 10, 2012
რაჭის ულამაზესი კურორტი შოვი
კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკავშირო მნიშვნელობის კურორტი გახდა. შემდგომში აქ აღმოჩენილი იქნა 16 სახეობის მინერალური წყალი.. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი
რაჭის შესახებ ძველ ქართულ საისტორიო თხზულებებში ძალზე ცოტა ცნობები გვხვდება.ადამიანის ცხოვრების უძველესი ნაშთი, რომელსაც მიაგნეს არქეოლოგებმა რაჭაში ეკუთვნის ე.წ. მეზოლითის ხანას.
მეათე საუკუნის ბოლომდე რაჭა,როგორცცალკე ისტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულიარ არსებობდა. შემდეგდროინდელი საერისთაოს ტერიტორია ორ ქართულ პროვინციაში თაკვერში და სვანეთში იყო განაწილებული(ე.წ რაჭის ,,მთიულეთი” სვანეთს ეკუთვნოდა. Xს-ის დასასრულამდე სვანეთში გლოლა და უწერაც შედიოდა).
Monday, April 30, 2012
Subscribe to:
Comments (Atom)



