Thursday, June 14, 2012

glola

შოვი - საქართველოს ბალნეოკლიმატური კურორტი


შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ცად აწვდილი წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ ტოვლით დაფარული მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე.ფიჭვნარი,სუფთა ჰაერი,სიმყუდროვე და ანკარა მთის მდინარეების ჩუხჩუხი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე.საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგაზრდაა.



 

Thursday, May 10, 2012

რაჭის ულამაზესი კურორტი შოვი

კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკავშირო მნიშვნელობის კურორტი გახდა. შემდგომში აქ აღმოჩენილი იქნა 16 სახეობის მინერალური წყალი.. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი

რაჭის შესახებ ძველ ქართულ საისტორიო თხზულებებში ძალზე ცოტა ცნობები გვხვდება.ადამიანის ცხოვრების უძველესი ნაშთი, რომელსაც მიაგნეს არქეოლოგებმა რაჭაში ეკუთვნის ე.წ. მეზოლითის ხანას.
მეათე საუკუნის ბოლომდე რაჭა,როგორცცალკე ისტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულიარ    არსებობდა. შემდეგდროინდელი საერისთაოს ტერიტორია ორ ქართულ პროვინციაში თაკვერში და სვანეთში იყო განაწილებული(ე.წ რაჭის ,,მთიულეთი” სვანეთს ეკუთვნოდა. Xს-ის დასასრულამდე სვანეთში გლოლა და უწერაც შედიოდა).





Monday, April 30, 2012

გამოყენებული მასალა  

  


მიმდინარე გლობალური დათბობის ფონზე, შავი ზღვის ეკოსისტემისთვის რამდენიმე ძირითადი საფრთხე გამოიკვეთა - ზღვის დონის აწევა, შტორმების გახშირება და ზღვის თერმული მახასიათებლების შეცვლა. ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების მომატება რაიონში წყალმოვარდნების ინტენსივობას გაზრდის.  

                                           

   შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის წყლის უწყვეტი მიმოცვლის მიუხედავად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის სიღრმე ბიოლოგიურად უსიცოცხლოა, რაც სუსტი ვენტილაციით არის გამოწვეული. ზღვის ფსკერი შავი შლამისაგან შედგება, რომელიც გოგირდწყალბადისაგან ქაფდება და მომწამლავ ნაზავს ქმნის. შლამის მუდმივი შევსება ზემოდან დალექილი მკვდარი მცენარეებითა და ცხოველური მასით ხდება. 





                                                                    არქეოლოგია 

   მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის შემსწავლელი ფართო მასშტაბის წყალქვეშა არქეოლოგიური ექსპედიციები არ ჩატარებულა, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებამ (როგორიცაა, მაგალითად, ადგილმდებარეობის დამდგენი გლობალური სისტემები – GPS) და ახალი თაობის რობოტებმა, შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაპირობა შექმნან. საგანძურის აღმოჩენის სავარაუდო ნიშნები 1990–იანი წლების ბოლოს გამოიკვეთა, როდესაც რობერტ ბალარდმა, ლეგენდარულმა ოკეანოგრაფმა და წყალქვეშა არქეოლოგმა (რომელმაც საყოველთაოდ ცნობილი გემების „ტიტანიკისა“ და „ბისმარკის“ ნამსხვრევები აღმოაჩინა), შეკრიბა გუნდი, რომელსაც შავი ზღვის სიღრმეში, სინოპის (თურქეთი) სანაპიროდან მოშორებით, ფსკერი უნდა გამოეკვლია. გუნდმა მიაკვლია ბიზანტიური პერიოდის გემის ნამსხვრევებს, რომელიც V საუკუნეში ღრმა, უჟანგბადო წყლის ზონაში ჩაიძირა. გემი საოცრად კარგად იყო შემონახული 



                                             ვაჭრობა 

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში ბერძნებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრი დააარსეს სავაჭრო ცენტრები, 

 სინოპი (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია), ფაზისი (თანამედროვე საქართველო, მდინარე რიონის შესართავი), პანტიკაპეუმი (ახლანდელი ქერჩი, უკრაინა) და დიოსკურია მიეკუთვნებოდნენ.

      XV საუკუნეში ვაჭრობამ ამ რეგიონში იკლო, რადგან თურქ ოსმალთა იმპერიამ, რომელიც იმ დროისათვის შავი ზღვის დიდ ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიას თითქმის მთლიანად აკონტროლებდა. 

      XX საუკუნესა და XXI საუკუნის დასაწყისში შავი ზღვის რეგიონი კვლავ ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ დერეფნად იქცა. ეს საბჭოთა კავშირის დაშლამ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამომხმარებლო საზოგადოების განვითარებამაც განაპირობა.ევროკავშირში გაერთიანების სურვილმა, რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირსა და ნატოში მიღებამ, ნავთობის ბუმმა რუსეთში და ბაქო-ჯეიჰან-თბილისის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულებამ შესაძლებელი გახადა კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთის ქვეყნებისაკენ ნავთობის ტრანსპორტირება, რამაც ამ რეგიონის შემდგომი აღმავლობა გამოიწვია. 

                             

                         დადიანების დინასტია 

                              შავი ზღვის რეგიონი 

სამეგრელოს დასავლეთიდან შავი ზღვა, ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წყალუხვი სივრცე, ესაზღვრება. ისტორიულად, ზღვის გარშემო მდებარე მხარე რელიგიების, კულტურებისა და ენობრივი ჯგუფების შეჯახების ქვაკუთხედს წარმოადგენდა, რაც, გარკვეულწილად, დაძაბულობას ქმნიდა. აღნიშნული დღესაც სამეგრელოს პრობლემად რჩება. 

რომაული პერიოდის შავი ზღვის რეგიონის რუკა

გეოგრაფია და გეოლოგია 

შავი ზღვა ატლანტიკის ოკეანეს ბოსფორის სრუტით, მარმარილოს ზღვით, დარდანელის სრუტით, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებით უკავშირდება. შავი ზღვის ზედაპირის ფართობი 461000 კვადრატული კილომეტრია (178000 კვადრატული მილი). იგი ოდნავ აღემატება მასზე ორჯერ უფრო ღრმა მეზობელ კასპიის ზღვას (მისი მაქსიმალური სიღრმე 2210 მეტრს შეადგენს [7250 ფუტი]). შავი ზღვა ჩრდილოეთით უკრაინას, ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთს, აღმოსავლეთით საქართველოს, სამხრეთით თურქეთს, ხოლო დასავლეთით ბულგარეთსა და რუმინეთს ესაზღვრება.


 

შავი ზღვის რეგიონში ორი კლიმატური ზონა იყრის თავს. ჩრდილოეთით ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით სტეპების ჰავა ჭარბობს. სამხრეთი ნაწილი კი სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება.

Sunday, April 29, 2012

Thursday, April 5, 2012

shovi

აქ ნაჩვენები იქნება შოვზე საინტერესო ინფორმაციები და სურათები