შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის წყლის უწყვეტი მიმოცვლის მიუხედავად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის სიღრმე ბიოლოგიურად უსიცოცხლოა, რაც სუსტი ვენტილაციით არის გამოწვეული. ზღვის ფსკერი შავი შლამისაგან შედგება, რომელიც გოგირდწყალბადისაგან ქაფდება და მომწამლავ ნაზავს ქმნის. შლამის მუდმივი შევსება ზემოდან დალექილი მკვდარი მცენარეებითა და ცხოველური მასით ხდება.
არქეოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის შემსწავლელი ფართო მასშტაბის წყალქვეშა არქეოლოგიური ექსპედიციები არ ჩატარებულა, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებამ (როგორიცაა, მაგალითად, ადგილმდებარეობის დამდგენი გლობალური სისტემები – GPS) და ახალი თაობის რობოტებმა, შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაპირობა შექმნან. საგანძურის აღმოჩენის სავარაუდო ნიშნები 1990–იანი წლების ბოლოს გამოიკვეთა, როდესაც რობერტ ბალარდმა, ლეგენდარულმა ოკეანოგრაფმა და წყალქვეშა არქეოლოგმა (რომელმაც საყოველთაოდ ცნობილი გემების „ტიტანიკისა“ და „ბისმარკის“ ნამსხვრევები აღმოაჩინა), შეკრიბა გუნდი, რომელსაც შავი ზღვის სიღრმეში, სინოპის (თურქეთი) სანაპიროდან მოშორებით, ფსკერი უნდა გამოეკვლია. გუნდმა მიაკვლია ბიზანტიური პერიოდის გემის ნამსხვრევებს, რომელიც V საუკუნეში ღრმა, უჟანგბადო წყლის ზონაში ჩაიძირა. გემი საოცრად კარგად იყო შემონახული
ვაჭრობა
ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში ბერძნებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრი დააარსეს სავაჭრო ცენტრები,
სინოპი (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია), ფაზისი (თანამედროვე საქართველო, მდინარე რიონის შესართავი), პანტიკაპეუმი (ახლანდელი ქერჩი, უკრაინა) და დიოსკურია მიეკუთვნებოდნენ.
XV საუკუნეში ვაჭრობამ ამ რეგიონში იკლო, რადგან თურქ ოსმალთა იმპერიამ, რომელიც იმ დროისათვის შავი ზღვის დიდ ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიას თითქმის მთლიანად აკონტროლებდა.
XX საუკუნესა და XXI საუკუნის დასაწყისში შავი ზღვის რეგიონი კვლავ ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ დერეფნად იქცა. ეს საბჭოთა კავშირის დაშლამ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამომხმარებლო საზოგადოების განვითარებამაც განაპირობა.ევროკავშირში გაერთიანების სურვილმა, რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირსა და ნატოში მიღებამ, ნავთობის ბუმმა რუსეთში და ბაქო-ჯეიჰან-თბილისის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულებამ შესაძლებელი გახადა კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთის ქვეყნებისაკენ ნავთობის ტრანსპორტირება, რამაც ამ რეგიონის შემდგომი აღმავლობა გამოიწვია.
No comments:
Post a Comment