რაჭის ულამაზესი კურორტი შოვი
კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკავშირო მნიშვნელობის კურორტი გახდა. შემდგომში აქ აღმოჩენილი იქნა 16 სახეობის მინერალური წყალი.. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი
No comments:
Post a Comment