Monday, April 30, 2012

                         დადიანების დინასტია 

                              შავი ზღვის რეგიონი 

სამეგრელოს დასავლეთიდან შავი ზღვა, ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წყალუხვი სივრცე, ესაზღვრება. ისტორიულად, ზღვის გარშემო მდებარე მხარე რელიგიების, კულტურებისა და ენობრივი ჯგუფების შეჯახების ქვაკუთხედს წარმოადგენდა, რაც, გარკვეულწილად, დაძაბულობას ქმნიდა. აღნიშნული დღესაც სამეგრელოს პრობლემად რჩება. 

რომაული პერიოდის შავი ზღვის რეგიონის რუკა

გეოგრაფია და გეოლოგია 

შავი ზღვა ატლანტიკის ოკეანეს ბოსფორის სრუტით, მარმარილოს ზღვით, დარდანელის სრუტით, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებით უკავშირდება. შავი ზღვის ზედაპირის ფართობი 461000 კვადრატული კილომეტრია (178000 კვადრატული მილი). იგი ოდნავ აღემატება მასზე ორჯერ უფრო ღრმა მეზობელ კასპიის ზღვას (მისი მაქსიმალური სიღრმე 2210 მეტრს შეადგენს [7250 ფუტი]). შავი ზღვა ჩრდილოეთით უკრაინას, ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთს, აღმოსავლეთით საქართველოს, სამხრეთით თურქეთს, ხოლო დასავლეთით ბულგარეთსა და რუმინეთს ესაზღვრება.


 

შავი ზღვის რეგიონში ორი კლიმატური ზონა იყრის თავს. ჩრდილოეთით ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით სტეპების ჰავა ჭარბობს. სამხრეთი ნაწილი კი სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება.

No comments:

Post a Comment